ახალი ამბები

ანონსი — 21 იანვარი

21 იანვარი, 2016 • 1509
ანონსი — 21 იანვარი

წარმოგიდგენთ 21 იანვარს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის დაფინანსების შეწყვეტა. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის იმედა დვალიძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ფოთის პორტის ნავმისადგომებისა და ფოთის წისქვილქარხნის უკანონო ჩამორთმევასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავები და დანაშაულებრივი სქემები მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

11:30-დან 15:00 საათამდე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გამართავს დისკუსიას „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა – 2015 წლის შეჯამება“. მისამართი:  თბილისი, რუსთაველის გამზირი #13.

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინსანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“-ს ვიცე პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: „აფბა“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შერჩევის პრაქტიკას აკრიტიკებს და ემიჯნება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

11:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

12:00 საათზე, პაატა ბურჭულაძის ფონდის წევრი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსი ნინო წერეთელი, პრესკონფერენციას გამართავს და ისაუბრებს 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაზე. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის შესახებ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

12:30 საათზე, თბილისში, ყოფილი პარლამენტის შესასვლელთან (უკნა მხარეს) მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები და არასამთვრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გააპროტესტებენ კანონპროექტის განხილვას, რომელიც გულისხმობს: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას, ცხრა წლის ზემოთ ავტომობილებზე განბაჟების ტარიფის 500%-ით გაძვირებას და მართვის მოწმობებზე 100 ქულიანი სისტემის შემოღებას.

18:00 საათზე, გალერეა „ვერნისაჟი“ მართავს ჯგუფურ გამოფენას: „ჰერმან ჰესეს ორი პეიზაჟი“ ფერწერა, გრაფიკა, ლითოგრაფია. ფოტო-გამოფენა გაგრძელდება 2 თებერვლის ჩათვლით. გალერეა მუშაობს ყოველდღე 12 დან 19 საათამდე. მისამართი: ლესელიძის ქ. #49 ( კოტე აფხაზის ქ. #49).

მასალების გადაბეჭდვის წესი