ახალი ამბები

მთავრობის განცხადებით, Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

20 იანვარი, 2016 • 1392
მთავრობის განცხადებით, Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პრესამსახურის ინფორმაციით, Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს.

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და Tata Sons LTD-ის თავმჯდომარე საირუს მისტრისთან 20 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა.

პრემიერის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საირუს მისტრისი, ინდური სასტუმროების ქსელების სამუშაო ჯგუფთან ერთად, საქართველოს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ საინვესტიციო გარემოს.

TATA საქართველოში უკვე ახორციელებს რამდენიმე მსხვილ პროექტს. საქართველოს მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა პარტნიორებთან ერთად 650 მლნ. დოლარს შეადგენს.

TATA ჯგუფი მოიცავს 100-ზე მეტ ოპერატორ კომპანიას ბიზნესის 7 სექტორში: კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმიანობა, მასალები, მომსახურება, ენერგეტიკა, სამომხმარებლო პროდუქცია და ქიმიკატები. ჯგუფი 100-ზე მეტ ქვეყანაში 6 კონტინენტზე მოქმედებს. 2015 წელს კომპანიის შემოსავალმა 109 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, სულ დასაქმებული ჰყავს 600 ათასი ადამიანი.

Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს – შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და…

Posted by Giorgi Kvirikashvili on Wednesday, January 20, 2016

 

გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიაში, რიგით 46-ე სესიაზე დასასწრებად 20 იანვარს გაემგზავრა. Tata Sons LTD-ის გარდა, პრემიერი კომპანია BP-ის და Washington State Investment Board-ის აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესამსახური იუწყება ,რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთების მოდერნიზაციისთვის და ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებისთვის კომპანია BP 50 მილიონ დოლარს დახარჯავს. მათი ცნობით, პროექტის დეტალები კომპანია BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ დადლიმ და გიორგი კვირიკაშვილმა უკვე განიხილეს.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთების მოდერნიზაციისთვის და ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებისთვის კომპანია…

Posted by Giorgi Kvirikashvili on Wednesday, January 20, 2016

 

პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაციით, საქართველოს Washington State Investment Board-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა. Washington State Investment Board არის ამერიკული წამყვანი საინვესტიციო კომპანია , რომელიც მართავს 107 მილიარდი დოლარის ოდენობის საპენსიო ფონდებისა და სადაზღვეო კომპანიების თანხებს.

საქართველოს Washington State Investment Board-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა – აღნიშნული გადაწყვეტილება დავოსში საქართველოს პრე…

Posted by Giorgi Kvirikashvili on Wednesday, January 20, 2016

 

კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს. როგორც პრემიერის პრესსამსახური წერს, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. მათი ცნობით, კვირიკაშვილი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრა ტონი ბლერთანსაქართველოს პრემიერ-მინისტრი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მომავალ თანამშრომლობაზე შ…

Posted by Giorgi Kvirikashvili on Wednesday, January 20, 2016

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი