“გირჩის” ეკონომიკური პროგრამა

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – “გირჩი” დღეს ჟურნალისტებს ეკონომიკური პროგრამა წარუდგინა, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობს.

პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, “ხალხისთვის სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობის შესაქმნელად გატარდება ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმები”. მისი თქმით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით დედამიწაზე საუკეთესო ადგილი უნდა გახდეს.

თავისუფალი სავალუტო რეჟიმი, მოგებისა და საშემოსავალო გადასახადების გაუქმება, მთავრობის ზომისა და ბიუჯეტის შემცირება (დაახლოებით 8 მილიარდ ლარამდე) – ეს გირჩის ეკონომიკური პროგრამის კომპონენტების არასრული ჩამონათვალია.

“გირჩის” განცხადებით, მათ მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური რეფორმების შედეგი იქნება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესება, ინვესტიციების მოცულობის და ეკონომიკის ზრდა.

“სამაგალითოდ: 2007 წელს საქართველო 12%-ზე მეტით გაიზარდა. ინვესტიციის მოცულობა იყო ეკონომიკის 19%, ხოლო მთავრობის ზომა ეკონომიკის 31%. იმავე პროპორციით 2017 და შემდგომ წლებში ინვესტიციის ეკონომიკასთან წილი და 20%-დე დაპატარავებული მთავრობა 15%-იანი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა”, – აცხადებენ ახალ პოლიტიკურ ცენტრში.

ეკონომიკური რეფორმები

1. მაკრო
მთავრობა ვალს არ იღებს.
ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 0% – დაიხარჯება იმდენი, რისი შესაძლებლობაც გვაქვს დღეს.

2. გადასახადები
საშემოსავლო გადასახადი გაუქმდება – 0%
მოგების გადასახადი გაუქმდება – 0%
იმპორტის გადასახადი გაუქმდება – 0%
სხვა გადასახადები შენარჩუნდება არსებულ დონეზე

3. მთავრობის ზომა
მთავრობის ზომა მცირდება 35%-დან 20%-მდე
მომავალი წლის ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლის ინდექსაცია მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის ტემპთან (თუ ეკონომიკა არ იზრდება, მთავრობა ვერ გაიზრდის შრომის ანაზღაურებას)

4. სანდო ფული
ფიქსირებული კურსი – დოლართან/ევროსთან (ან სანდო ვალუტების კალათასთან)
თავისუფალი სავალუტო რეჟიმი

5. პრივატიზაცია
მთავრობის ინიციატივით, პროაქტიურად დაუკანონდებათ მიწა მის ფაქტობრივ მეპატრონეებს.
სახელმწიფო ქონების, განსაკუთრებით საწარმოების, პრივატიზაციის ტემპი დაჩქარდება.

6. მიწის რეფორმა (პრივატიზაცია, ანგლო-საქსური მოდელი)
წიაღისეული ან ნებისმიერი სხვა ფასეულობა, რომელიც მესაკუთრის ტერიტორიაზე შესაძლოა აღმოჩნდეს, მესაკუთრის ისეთივე საკუთრება იქნება, როგორც ზედაპირზე მოყვანილი მოსავალი.

7. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია
ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენი ადამიანები ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ მიყენებული ზიანი.

8. ადმინისტრაციული რეფორმა
ბიზნესისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვის გართულება.
შემოსავლების სამსახურის მიერ ბიზნესისთვის საბანკო ანგარიშიდან ფულის მოჭრის გართულება.
საგადასახადო აუდიტის ხანგრძლივობის შემცირება.

#გირჩიზურა ჯაფარიძე

Posted by Goga Khachidze on Wednesday, January 20, 2016

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com