ახალი ამბებისაზოგადოება

ბერძენიშვილი: საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია

20 იანვარი, 2016 • 1587
ბერძენიშვილი: საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია

საქართველოს პარლამენტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობელმაა ქვეყანაში.

“ისე როგორ მთელ საქართველოში. საქართველოში ერთ-ერთ პრობლემას ახლავე გეტყვით და მინდა დროზე მივხედოთ. საქართველოში ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია. ეს ძალიან ბევრია. აქედან გამოსავალს ვერ გიკარნახებთ. გასაგებია, რომ მრავალცოლიანობას ვერ შემოვიღებთ. ქართველი კაცები მზად იყვნენ ამის მოსაგვარებლად. გარკვეული ხერხით ამას ცდილობენ. იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ბალანსი შეიცვლება. საქართველო დაბალქორწინებიანი ქვეყანაა. ის ევროპას ემგავსება  ყველაზე უკუღმართული გზით – გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას. ევროპაში გარკვეულია, ეს რატომ მოხდა – მუშაობენ და არ უნდათ კარიერაზე უარი თქვან. შვეიცარიაში რომელიმე კაცს ცოლის მოყვანა რომ უნდა, ქალები ეუბნებიან: არ მცალია მაგისთვის. ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი უცნაურობაა – ქალთან ერთად წლების განმავლობაში ხარ და რომ უთხრა, მიყვარხარო, დაკარგავ იმ წუთას იმიტომ, რომ,სწორედ ეგ არ უნდათ – სიყვარულობა და ურთიერთობა არ უნდათ.. კიდევ მინდა ერთ სტერეოტიპს გავცე პასუხი. ჰგონიათ, რომ ერთგულება არის ქართული ფენომენი. მინდა გითხრათ, რომ აშშ-ში ცოლქმრული ღალატის გამო იჯახი დაინგრევა აუცილებლად, ხოლო საქართელოში – არავითარ შემთვევაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ღალატი მომდინარეობს არასწორი მხრიდან. მაშინ დაინგრევა”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ეს განცხადება ბერძენიშვილმა პარლამენტის სტაჟიორებთან შეხვედრისას განაცხადა.  აღნიშნული სიტყვები ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტში არსებულ გენდერულ დისბალანსზე საუბრისას განაცხადა, როდესაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გენდერული ბალანსი არის “გადახრილი პარლამენტის საწინააღმდეგოდ”, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში საპირისპიროდაა – ქალების სიუხვეა და კაცების ნაკლებობაა. ისე როგორც მთელ საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი