ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილმა ფრენსის ფუკუიამა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

18 იანვარი, 2016 • 1937
გიორგი მარგველაშვილმა ფრენსის ფუკუიამა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დემოკრატიის განვითარებისა და ეგექტური სახელმწიფო მართვის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორი ფრენსის ფუკუიამა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორ ფრენსის ფუკუიამას ჯილდო სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ “ლიდერთა ფორუმის” დებატებზე გადასცა, რომელიც  დემოკრატიის განვითარების გზებს მიეძღვნა.

2016 წლის თბილისის ლიდერთა ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები,  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და დიპლომატიური კორპუსი,  სამოქალაქო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი