ახალი ამბები

“სამართლიანი არჩევნების” დირექტორად მიხეილ ბენიძე აირჩიეს

18 იანვარი, 2016 • 2072
“სამართლიანი არჩევნების” დირექტორად მიხეილ ბენიძე აირჩიეს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის ბორდმა ახალ აღმასრულებელ დირექტორად „სამართლიანი არჩევნების“ პროგრამების მენეჯერი, მიხეილ ბენიძე აირჩია.

“ბენიძე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს პორტოს ბიზნესსკოლისგან და არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი. ბენიძე „სამართლიან არჩევნებში“ 2010 წლიდან მუშაობს, ორგანიზაციაში ის ხელმძღვანელობდა ISFED-ის განვითარების პროექტებს, მუშაობდა არჩევნების პორტალის მენეჯერად; უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მისიების (EPDE და ENEMO) მართვასა და ადმინისტრირებაში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მიხეილ ბენიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა ნინო ლომჯარია, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „სამართლიან არჩევნებს“. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია.

“ბორდმა გასაუბრების შედეგად ახალი დირექტორი აირჩია, რომელიც მუშაობას 2016 წლის 18 იანვრიდან შეუდგება. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, ის ორგანიზაციაში საარჩევნო და სამართლებრივ საკითხებში კონსულტანტად რჩება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი