ახალი ამბები

ლექსო თამაზაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” საპარლამენტო საარჩევნო სიაში არ იქნება

18 იანვარი, 2016 • 2764
ლექსო თამაზაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” საპარლამენტო საარჩევნო სიაში არ იქნება

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ლექსო თამაზაშვილი PS–თან საუბრისას აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” სიაში ყოფნა არ სურს.

“სწავლა უნდა გავაგრძელო”– განუცხადა მან რუსთავი 2–ის ჟურნალისტს.

თუმცა თამაზაშვილი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ არ აპირებს “ქართული ოცნების” დატოვებას და იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, ეს არაფერს წყვეტს

არსად არ მივდივარ და მით უმეტეს არც პარტია ქართულ ოცნებას ვტოვებ! ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩვენი გუნდის წევრი. სიუჟეტში…

Posted by ალექსანდრე თამაზაშვილი on Sunday, January 17, 2016

ალექსანდრე თამაზაშვილი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმაა. იგი 2012 წელს პარლამენტის დეპუტატი კოალიცია ქართული ოცნების პარტიული სიით გახდა. როგორც პარლამენტის საიტზეა აღნიშნული, ალექსანდრე თამაზაშვილი დეპუტატობამდე, 2007–2012 წლებში შპს ტოპტრანსსერვისის იურისტი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი