ახალი ამბები

ანონსი: 25 იანვარი

24 იანვარი, 2016 • 1770
ანონსი: 25 იანვარი

10:30 საათზე ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი და ვეტერანების უფლებების დამცველი ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ვეტერანთა ჰოსპიტალი და ვეტერანთა საკანონმდებლო ინიციატივები – მიმართვა პარლამენტს. მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში ანასტატის ბენდუქიძე-გონჩაროვა მჟურნალისტებისთვის ბრიფინგს ჩაატარებს.

11:00 საათზე საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა და გარდაბნის არჩევნები. ბიზნესმენის მკვლელობის საქმე. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ევროპული დემოკრატების ლიდერი პაატადავიათაია პრესკონფერენციას გამართავს თემა: ინტერპაქციული ჯგუფის სახელით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საარჩევნო კოდექს წარადგენს

11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების “ნაციონალური მოძრაობა – თბილისი” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებულ სხდომაზე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს გივი კუბლაშვილს მოუსმენენ. თემა: უხარისხოდ შესრულებული და დაუმთავრებელი საგზაო სამუშაოები, კორუფცია და შეჩერებული პროექტები. მის: თავისუფლების #2

12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს შეხვდება.

12:00 საათზე თბილისის მერიაში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: ჟ.შარტავას N7(თბილისის მერია)

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქალთა პარტიის ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: განათლების სფეროში დაანონსებული რეფორმები, მოახლოებული არჩევნები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

12:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე რეზო ჭანიშვილი და კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი პრესკონფერნციას გამართავენ. თემაზე: ქართული ნაციონალური ცეკვის გამოცხადება სომხურ ნაციონალურ ცეკვად და ზოგადად სხვა ერების მიერ მითვისებული ქართული ცეკვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი