ახალი ამბები

თბილისში “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აპროტესტებენ

16 იანვარი, 2016 • 1351
თბილისში “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აპროტესტებენ

“არა გაზპრომს” – ამ ლოზუნგით თბილისში, მთავრობის კანცელარიაასთან, აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.

#არაგაზპრომს #notogazprom საპროტესტო აციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნინო დანელია საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არის რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები საქარველოსთვის ცუდი.

Posted by netgazeti.ge on Saturday, January 16, 2016

“არა გაზპრომს” - თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“არა გაზპრომს” – თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

აქცია მთავრობის კანცელარიასთან 16.00 საათზე დაიწყო.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რუსული გაზის შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და, შესაბამისად,  ქვეყნის დამოუკიდებლობას.

დღეს დაგეგმილ აქცია–კონცერტში  მონაწილეობენ  ნიაზ დიასამიძე, ეკო დეისაძე, სანდრო სულაქველიძე, ქეთათო, ბორის დენისი და ჯგუფი ეპილონი, გამოუვალი მდგომარეობა (და სხვები).

“ჩვენ, მუსიკოსები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ვატარებთ გამაფრთხილებელ აქცია-კონცერტს და იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს ოკუპანტთან მავნებლურ მოლაპარაკებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი უფრო მტკიცე და მკაცრი გახდება.

დროა დავანახოთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი ნებართვის გარეშე ისინი ვერ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას, ჩვენგან კი მათ ეს ნებართვა არ ექნებათ! ვფიქრობთ, რომ არ გვაქვს პასიურობის უფლება, შემოგვიერთდით, დაიცავით თავისუფლება!”– აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია-კონცერტის ორგანიზატორები არიან Defend Liberty, ჩვენი თავისუფლება, საზოგადოებრივი ინიციატივა, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი, უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტი, სამოქალაქო ალტერნატივა, ევროპული კვლევების ინსტიტუტი.

“არა გაზპრომს” - თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“არა გაზპრომს” – თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“არა გაზპრომს” - თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“არა გაზპრომს” – თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანიდან შემოტანილი გაზი არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და საჭიროა დეფიციტის რუსული “გაზპრომის” გაზით შევსება. 13 იანვარს, მთავრობის კანცელარიაში “სოკარის” ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ წელს ვერ მოხერხდება არსებული დეფიციტის აზერბაიჯანული გაზით შევსება, რადგანაც საჭიროა ხანგრძლივი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.

გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა, თუმცა ხელისუფლება ამ დრომდე უარყოფდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საუბარი იყო “გაზპრომიდან” გაზის დამატებითი მოცულობის იმპორტზე და არა მხოლოდ გაზის ტრანზიტის შედეგად მიღებულ ტრანზიტის ოდენობის 10% ბუნებრივ აირზე.

“არა გაზპრომს” – თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. ერეკლე დეისაძე, ერთ-ერთი მონაწილეა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“არა გაზპრომს” – თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. ერეკლე დეისაძე, ერთ-ერთი მონაწილეა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი