ახალი ამბები

ომბუდსმენის აპარატი “გაზპრომის” წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის აქციას დააკვირდება

5 მარტი, 2016 • 1491
ომბუდსმენის აპარატი “გაზპრომის” წინააღმდეგ  ნაციონალური მოძრაობის აქციას დააკვირდება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება 2016 წლის 6 მარტს თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისმიერ დაგეგმილ აქციას.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი დღეს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან შემდგარი მობილური ჯგუფები ღონისძიების მიმდინარეობისას მონიტორინგს გაუწევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვას.

იმ პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გახდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლნი, ან თვითმხილველები, შეეძლებათ დაგვიკავშირდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 14 81 (მუშაობს 24–საათიან რეჟიმში, მათ შორის, არასამუშაო დღეებსა და საათებში)”, – ნათქვამია ომბუდსმენის 5 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში. 

ომბუდსმენი ასევე მიუთითებს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობითსაქართველოს კონსტიტუციით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებსაქართველოს კანონით და მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლით.

6 მარტს თბილისში ნაციონალური მოძრაობა გეგმავს აქციას “არა გაზპრომს”. აქციის მონაწილეები ცოცხალი ჯაჭვის გამართვას აპირებენ საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან ყოფილ რუსეთის საელჩოს შენობამდე.

4 მარტს საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა ცვლილებებს 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში აზერბაიჯანულ “სოკართან” დამატებით 500 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოწოდებაზე, რაც ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აღარ აქვს რუსული “გაზპრომისგან” დამატებითი გაზის მიღების საჭიროება.

თუმცა,  როგორც ნაციონალურმა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა “ნეტგაზეთს”  განუცხადა,  აქცია არ გაუქმდება, რადგან:

“საზოგადოების ძალისხმევის შედეგად აზერბაიჯანი  კვლავ რჩება მთავარ მომწოდებლად და, შესაბამისად, ის რისკები, რაც არსებობდა “გაზპრომთან” შეთანხმების შემთხვევაში, აღარ არსებობს. ამასთანავე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 6 მარტს აუცილებელია იმ აქციის გამართვა, რომელიც დაგეგმილი იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, რადგან ეს რომელიმე პარტიის გამარჯვება კი არ არის, არამედ ხალხის ძალისხმევის შედეგად მიღწეული წარმატებაა და ამიტომ 6 მარტს ეს დემონსტრაცია მაინც შედგება”.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს “გაზპრომთან” დამატებით ბუნებრივი აირის მიღებაზე, თბილისში რამდენიმე აქცია გაიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი