ახალი ამბები

ზუგდიდში მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

16 იანვარი, 2016 • 1278
ზუგდიდში მძღოლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში მძღოლების აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით [ცემა] მიმდინარეობს.

livepress.ge-ის ინფორმაციით დაკავებას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება მძღოლებსა და ავტოსადგურის  დისპეტჩერს შორის. ადგილობრივი ონლაინ გამოცემის ცნობით, ეს უკანასკნელი მოუწოდებდა მძღოლებს, რომ შეეწყვიტათ აქცია და გაეგრძელებინათ მუშაობა.

livepress.ge-ის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა დღის განმავლობაში ზუგდიდის  სხვადასხვა ადგილას საპროტესტო აქცია გამართეს.  ისინი აპროტესტებენ ზუგდიდში თურქული სატრანსპორტო კომპანია „მეტროს“ შესვლას.  აქციის მონაწილეების თქმით, თუ მართლა ასე მოხდა, ამჟამად დასაქმებული მძღოლების დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი