ახალი ამბებირეკლამა

„დანკინ დონატსმა“ საქართველოში ერთი წლის იუბილე აღნიშნა

14 იანვარი, 2016 • 1509
„დანკინ დონატსმა“ საქართველოში ერთი წლის იუბილე აღნიშნა

13 იანვარს „დანკინ დონატსმა“ საქართველოში ერთი წლის იუბილე აღნიშნა და ი. ჭავჭავაძის 36ა ნომერში მდებარე რესტორანში მოსულ ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული მასპინძლობა მოუწყო. მათ ბევრი სიურპრიზი, კონკურსი და სპეციალური შეთავაზება დახვდათ.

“„ვისოლ ჯგუფისთვის“ პატივია და ამავდროულად საამაყო ის, რომ 3 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და ლეგენდარული ბრენდის „დანკინ დონატსის“ საქართველოში შემოყვანა და მოხარული ვართ, რომ 2016 წელს ერთი წლის იუბილეს სიმბოლურად 16 რესტორნით შევხვდით და ერთგულ მომხმარებლებთან ერთად აღვნიშნეთ. ძალიან მოკლე დროში „დანკინ დონატსის“ რესტორნები ყველასათვის საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა და ჩვენ, პირველ რიგში, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებმაც შეიყვარეს “დანკინ დონატსი” და ხშირად სტუმრობენ ჩვენს რესტორნებს. სასიხარულოა, რომ მსოფლიოში ცნობილი დანკინის ყავის პროდუქტებთან ერთად მომხმარებლებში ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობენ “დანკინ დონატსის” ახალი, თუმცა უკვე ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტები – ხაჭაპური, პანინი და სენდვიჩები, რომლებიც ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით მზადდება და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა”,- აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინ დონატსმა“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

„დანკინ დონატსის“ ი. ჭავჭავაძის 36ა ნომერში მდებარე რესტორანში კომპანიის დაბადების დღეზე მოსულ სტუმრებს სახის მომხატველები, კარიკატურისტი და მასკოტები, რომლებიც  შოკოლადებს, კანფეტებს დაბუშტებს არიგებდნენ განსაკუთრებულად ართობდნენ. სტუმრობა განსაკუთრებულად სახალისო იყო ბავშვებისათვის. კონკურსი #DDSmile კი სტუმრებს საშუალებას აძლედა გადაეღოთ ღიმილიანი ფოტოები დონატის დეკორაციასთან, აეტვირთათ ისინი ინსტაგრამზე და გამხდარიყვნენ დღის მომღიმარი და მოეგოთ დანკინის ბლოკნოტი და თერმოსი. დაბადების დღესთან დაკავშირებით 11-17 იანვრის განმავლობაში ასევე დაიგეგმა ყველასთვის საყვარელი აქცია: შოკოლადის ან ქოქოსის დონატი + დანკინის საშუალო კლასიკური ყავა მხოლოდ 3 ლარად.
„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.  „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი