ახალი ამბები

თბილისისი მერი მოადგილედ “ქართუ ჯგუფის” ხელმძღვანელს წარადგენს

14 იანვარი, 2016 • 1284
თბილისისი მერი მოადგილედ “ქართუ ჯგუფის” ხელმძღვანელს წარადგენს

თბილისის მერი დავით ნარმანია მისი მოადგილის თანამდებობაზე დღეს “ქართუ ბანკის” ხელმღვანელს გიორგი [გრიგოლ] ლილუაშვილს წარადგენს.

ამის თაობაზე “ნეტგაზეთს” თბილისის მერიის პერსსამსახურში განუცხადეს.

წარდგენა 11.00 საათისთვისაა დანიშნული.

თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ის საკუთარი განცხადების საფუძველზე გიორგი სოლომონიამ დატოვა. ყოფილი მოადგილე მუშაობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძობს.

გიორგი ლილუაშვილმა 12 იანვარს რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ შეთავაზება ამ თანამდებობაზე დავით ნარმანიასგან მიიღო.

ამ დრომდე ლილუაშვილი სს “ქართუ ჯგუფის” გენერალური დირექტორია.

ლილუაშვილამდე “ქართუ ჯგუფს” ნოდარ ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამჟამად საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეა.

“ქართუ  ჯგუფი” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი