ახალი ამბები

ანონსი — 13 იანვარი

12 იანვარი, 2016 • 1425
ანონსი — 13 იანვარი

წარმოგიდგენთ 13 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “საქართველოს განვითარების ფონდის” საგარეო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გაზპრომის საკითხზე ენერგეტიკის მინისტრთან შეხვერდრის დეტალები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

11.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე მერიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თბილისის საკრებულო, თავისუფლების #2.

11:30 საათზე, „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საარჩევნო სისტემები და ინტერპერტიული ჯგუფის შეხვედრა პრემიერთან; მორიგი სამთავრობო ცვლილებები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირება; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს და არსებულ კითხვებს უპასუხებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე – 595037722.

12:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე სპეციალურ პრესკონფერციას გამართავს.
თემა: ბუტა რობაქიძის საქმე. მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას #68.

12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზედაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს საბჭოს წევრებს წარუდგენს. ადგილი: განათლების სამინისტრო/ მისამართი: უზნაძის #52.

13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ასოციაცია” სარეაბილიტაციო ცენტრ „ცისარტყელას” აღსაზრდელთათვის საქველმოქმეო აქციას გამართავს. ღონისძიებაზე 6-18 წლამდე 45 ბენეიციარს, საყოფაცხოვრებო ნივთები, წიგნები და სათამაშოები გადაეცემათ. მისამართი: აბასთუმნის #4.

13:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემაზე: “სად იკვეთება საქართველოში ეროვნული ინტერესები და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ენერგო-ბიზნეს ინტერესები”. მისამართი: ი. ხვიჩიას #17.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი