ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: 7 პირი უკანონოდ მოპოვებულ ხე–ტყეს საქართველოს მასშტაბით ჰყიდდა

12 იანვარი, 2016 • 1229
საგამოძიებო სამსახური: 7 პირი უკანონოდ მოპოვებულ ხე–ტყეს საქართველოს მასშტაბით ჰყიდდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შვიდი მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებს ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის საჭირო სასაქონლო ზედნადებში სისტემატურად შეჰქონდათ ყალბი მონაცემები მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით ახორციელებდნენ უკანონოდ მოპოვებული ხემასალის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით.

დაკავებული მეწარმე სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაული 2- დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით მიმდინდარეობს, რაც გულისხმობს ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი