ახალი ამბები

სტიქიის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთში საგანგებო შტაბები შეიქმნა – ცხელი ხაზი

5 იანვარი, 2016 • 2667
სტიქიის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთში საგანგებო შტაბები შეიქმნა – ცხელი ხაზი

დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღეა საქართველოს რეგიონებში გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება. სტიქიის დაწყების პირველივე დღიდან რეგიონებში ელექტროენერგიის და გაზის მიწოდების პრობლემაც შეიქმნა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობებით, უსაფრთხოების მიზნით, ახალი წლის დღეებში ელექტროენერგია ათასობით აბონენტს არ მიეწოდებოდა.

თოვასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, დათოვლილი გზები სპეცტექნიკით 24-საათიან რეჟიმში იწმინდება. მათი ცნობით, თოვის შეწყვეტის შემდეგ გზებზე ტექნიკურ მარილიც იყრება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც ასევე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან, ასევე, ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის შტაბებთან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც ამჟამადაც აქტიურად მოქმედებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მათი ცნობით, რეგიონში გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი.

დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური შტაბი: 591417718
  • ფოთის შტაბი: 0493221295; 591410326
  • აბაშის შტაბი: 599855766
  • სენაკის შტაბი: 599857590; 591902090
  • ქალაქ ზუგდიდის შტაბი: 591445312
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შტაბი: 0415250123
  • წალენჯიხის შტაბი: 599876688; 599857777
  • მესტიის შტაბი: 577920600
  • ჩხოროწყუს შტაბი: 599856607
  • ხობის შტაბი: 599856063
  • მარტვილის შტაბი: 577954849

მასალების გადაბეჭდვის წესი