ახალი ამბები

ანონსი: 28 დეკემბერი

27 დეკემბერი, 2015 • 1266
ანონსი: 28 დეკემბერი

გთავაზობთ 28 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

10:30 საათზე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: თბილისის ბიუჯეტი; მოსალოდნელი ცვლილებები თბილისის მთავრობაში; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და როგორი იქნება მინისტრთა კაბინეტი. კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ თავმჯდომარე შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს. თემა: დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის აუცილებლობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: მოსალოდნელი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში; ცვლილებები თბილისის მთავრობაში; თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი და 2015 წლის ბიუჯეტში დაუხარჯავი მილიონები. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: მიმდინარე სამთავრობო ცვლილებები, ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული ქუჩის აქციები და “ქალთა პარტიის” პოზიცია. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

14:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ტოლერანტობის სამყაროს” თავმჯდომარე გიორგი მარჯანიშვილი და იურისტი დავით კლდიაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: ნარკოდამოკიდებულ ადამინებთან დაკავშირებული კამპანია და ორგანიზაციის მიმართ დისკრიმინაცია. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

მასალების გადაბეჭდვის წესი