ახალი ამბები

UEFA-ს გამოკითხვით, თბილისში გამართული სუპერთასი წლის საუკეთესო მატჩად დასახელდა

27 დეკემბერი, 2015 • 2921
UEFA-ს გამოკითხვით, თბილისში გამართული სუპერთასი წლის საუკეთესო მატჩად დასახელდა

UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის გამოკითხვით, თბილისში გამართული სუპერთასი წლის საუკეთესო მატჩად დასახელდა.

უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა 26 დეკემბერს დასრულდა. “დინამო არენაზე” გამართულ მატჩს, სადაც ერთმანეთს “ბარსელონა” და”სევილია” დაუპირისპირდნენ, გულშემატკივართა 45%-მა მისცა ხმა.

11 აგვისტოს “დინამო არენაზე” “ბარსელონამ” დაძაბულ ბრძოლაში “სევილია” დამატებით დროში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა და უეფას სუპერ თასის მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი