ახალი ამბები

“არც ერთი რესპუბლიკელი ახალ მინისტრთა კაბინეტში” – პრორუსული პარტიის აქცია თავდაცვის სამინისტროსთან

25 დეკემბერი, 2015 • 1475
“არც ერთი რესპუბლიკელი ახალ მინისტრთა კაბინეტში” – პრორუსული პარტიის აქცია თავდაცვის სამინისტროსთან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან პრორუსულმა პარტიამ “ნეიტრალური ევრაზიული საქართველო” საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თინა ხიდაშელი ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ მოხვდეს.

როგორც “ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს” ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე აცხადებს, ”რესპუბლიკური პარტიის” რეიტინგი დაბალია, ამიტომ მათი წევრები მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ:

“ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოში ”რესპუბლიკური პარტიის” მაქსიმალური რეიტინგი არის 3%, ამიტომ სამპროცენტიანი რეიტინგის მქონე პარტიას არ უნდა ჰყავდეს მინისტრები.”

არჩილ ჭყოიძე ასევე, ბრალს სდებს თინა ხიდაშელს უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში.

”თინა ხიდაშელის განცხადება, რომ თითქოს რუსები კატებსა და თაგვებს ჭამდნენ ლენინგრადის ბლოკადის დროს, შეურაცხმყოფელი არის არა მხოლოდ რუსი ხალხისათვის, არამედ იმ ქართველებისათვის, ვინც სამამულო ომში იბრძოდნენ. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მას ამის გამო თანამდებობას დაატოვებინებდნენ. ეს არის უპასუხიმგებლო განცხადება და მან შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა, ” – აცხადებს არჩილ ჭყოიძე.

"ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს" ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე

“ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს” ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე

პარტია კვლავ მოითხოვს საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სამხედრო საქმის პროფესიონალი კადრის დანიშვნას.

"ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს" აქცია თავდაცვის სამინისტროსთან 25.12.15

“ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს” აქცია თავდაცვის სამინისტროსთან 25.12.15

"ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს" აქცია თავდაცვის სამინისტროსთან 25.12.15

“ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს” აქცია თავდაცვის სამინისტროსთან 25.12.15

აქცია თავდაცვის სამინისტროსთან 25.12.15

აქცია თავდაცვის სამინისტროსთან 25.12.15

პარტია ”ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს” დამაარსებელი, არჩილ ჭყოიძე წარსულში ორგანიზაცია ”ერეკლე მეორეს საზოგადოების” თავმჯდომარე იყო. ორგანიზაცია აქტიურად მართავდა აქციებს საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით. ასევე, 17 მაისს ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთანაც გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი