თბილისში კიდევ ერთი საახალწლო ღონისძიება, ნაძვის ხეების ფესტივალი გაიხსნა. ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებლებს შარდენის ქუჩაზე, ბამბის რიგსა და კინოს მოედანზე 3 იანვრამდე შეეძლებათ. ფესტივალზე სხვადასხვა კომპანიების მიერ მორთული 20-მდე საიმიჯო ნაძვის ხეა გამოფენილი.
გახსნის ცერემონიაზე, ნაძვის ხეების გამოფენის პარალელურად, შარდენის ქუჩასა და ბამბის რიგში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ბენდ „Strawberry Fields“-ის კონცერტი მოეწყო.
ნაძვის ხეების ფესტივალი თბილისის მერიისა და “მეიდან ივენთსის” ორგანიზებით ეწყობა.









![Tbilisi Open Air 2023 – ფესტივალის მეორე დღე [ფოტორეპორტაჟი]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2023/06/Untitled-design-18-3.jpg)




