ახალი ამბები

ანონსი – 23 დეკემბერი

23 დეკემბერი, 2015 • 1589
ანონსი – 23 დეკემბერი

10.00 სთ-ზე იუსტიციის მინისტრი მარნეულის რაიონის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდება. თეა წულუკიანი ახალგაზრდებს საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ესაუბრება. ღონისძიება პროექტის – „მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს“ – ფარგლებში ტარდება, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო 2015 წლის 1 ივნისიდან ახორციელებს. მისამართი: მარნეულის რაიონი, სოფელ ქესალოს საჯარო სკოლა

10:00 საათზე, თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის:შარტავას #7.

10:30 – გარემოს დაბინძურებისა და სტიქიური პროცესების გამომწვევ მიზეზებზე, ასევე ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვაზე იმსჯელებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის ანგარიშის წარდგენისას, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი დაესწრება. დ. აღმაშენებლის 150.

10:30–ზე მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: რუსეთის შეთავაზება საქართველოს – როგორ შეიძლება აღნიშნული ინიციატივის გამოყენება; პატიმრების შეწყალების სკანდალი; რაზეა დამოკიდებული ამომრჩეველთა 60%-ის არჩევანი; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15.

10.30 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მართავს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციას. ღონისძიება შედგება სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, თბილისი, თავისუფლების მოედანი.

11:00–ზე „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: “რა შედეგებით დაბრუნდა სტრასტბურგიდან და ბრიუსელდან; „ნაცმოძრაობისა“ და NDI-ის დამკვეთები და როგორია მათი დავალება; როგორ გაგრძელდება სკანდალური შეწყალების თემა; სხვა მიმდინარე საკითხები”.

11:00-ზე “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა”-ს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: “რატომ ვერ გაართვა თავი ეროვნულმა ბანკმა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და რა შედეგები მოყვება ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ.

12:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები და “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი აქციას გამართავენ და ერთობლივად კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ თბილისის ცენტრალური კლინიკის ტერიტორიაზე ტყე-პარკის გაჩეხვის მცდელობას. მის.: ლუბლიანას ქუჩა #5 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო)

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ თემა: ილია აფხაზავას საქმესთან დაკავშირებით სასჯელაღსრლების სამინისტროს საგამოძიებო სამსახუროს მუშაობა

14:00 საათზე აფხაზთა კრების ახალგაზრდული ორგანიზაციები აფხაზეთის მთავრობასთან (საქართველო, თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №42) ატარებენ აქციას ,,უბედურების ზონა #2 – გადადგეს აფხაზეთის მთავრობა, ჩატარდეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები“.

15:00 საათზე სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი გამართავს მრგვალ მაგიდას თემაზე: ,,გამოწვევები თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარულის სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში და მათი გადაჭრის გზები“.

18:00 საათზე, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას “კომპანიების სტრატეგიული განვითარება – საქართველოს ყველაზე დიდი ჰოლდინგი” წაიკითხავს “BGEO ჯგუფი”-ს გენერალური დირექტორი – ირაკლი გილაური.

18:00 – “Rooms Hotel Tbilisi” -ის პარკინგ ჰოლში. (–1 დონეზე) ჩატარდება Optograma 2015 -ზე წარმოდგენილი პლაკატების გამოფენა.

18:00 – “იარე ფეხით”-ის წლის შემაჯამებელი საჯარო დისკუსია. ჰაინრიხ ბიოლის ფონდში (მის: ზოვრეთის ქ. 38).

18:30 სთ-ზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში გაიმართება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული “ქართული ღვინის მე-2 ეროვნული კონკურსი 2015”- ის საზეიმო დაჯილდოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი