ახალი ამბები

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ პოლიციელებმა სცემეს

22 დეკემბერი, 2015 • 1252
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ პოლიციელებმა სცემეს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მ.ო აცხადებს, რომ მას დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ბრალდებულმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სკაითხი განიხილება.

ბრალდებული ამბობს, რომ მას პოლიციელები ხელებზე და თავზე სცემდნენ. იგი ასევე ამბობს, რომ მას ეტყობა იარებიც.
მოსამართლის კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვინ სცემდა, პაპიძემ უპასუხა, რომ სახელი და გვარი არ იცის

“ამოვიცნობ, სახელი და გვარები არ ვიცი,”-ამბობს იგი.

ადვოკატის თქმით, საქმეში მართლაც დევს ცნობა, რომ ბრლადებულს დაზიანებები აქვს. იგი სტაციონარშიც იყო მოთავსებული 20 დეკემბერს.

მოსამართლემ პროკურატურას მიმართა, რომ ბრლადებულის ამ განცხადებით დაინტერესდნენ.

სასამართლო მსჯელობს, შეუფარდოს თუ არა აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ედება, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი