ახალი ამბები

ანონსი: 22 დეკემბერი

21 დეკემბერი, 2015 • 1421
ანონსი: 22 დეკემბერი

10:00 საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
ადგილი: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”

11:00 ორდონიანი საზოგადოებრივი დანიშნულების მიწისქვეშა ავტოსადგომის – “გლდანი ავტოპარკინგის” გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დაესწრება.
მის: სავაჭრო ცენტრ “გლდანის მოლის” მიმდებარე ტერიტორია.

11:00 სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი შეხვედრას გამართავს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე.

11:00 აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის, ივერი ახალბედაშვილის შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან
ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

12:00 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში” (ჭავჭავაძის პრ. 32, ა კორპუსი) მედიის განვითარების ფონდის, ილიას უნივერსიტეტის და გაეროს ასოციაციის მედია-კონკურსის „ტოლერანტობის პრიზი 2015″-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. გაიმართება ასევე მედიის განვითრების ფონდის ახალი ინტერნეტ-პორტალის www.notophobia.ge პრეზენტაცია.

12.00 სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება საჯარო და კერძო თანამშრომლობის საკითხებისადმი (PPP) მიძღვნილი დისკუსია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი, იეშიმ ელჰან-კაიალარი დაესწრებიან.

12:30 ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (მე-8კორპუსი, 1 სართული) ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან საჯარო შეხვედრას გამართავს და დაათვალიერებს პროექტებს, რომლებიც სტუდენტებმა “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდის” დაფინანსებით შეასრულეს.

12:30 სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ახალი კვლევის „საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვები წესის გარეშე“ პრეზენტაციას გამართავს, რომელიც ეხება 2010-2015 წლებში სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორცილებულ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებს.

13:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძისა და კომიტეტის წევრების შეხვედრა საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან.
ადგილი: თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი, A კორპუსი, 0 სართული

13:00 “შიდა ქართლში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში შექმნილი მდგომარეობის საკითხის” საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და შიდა ქართლის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი განხილვა
ადგილი: გორი, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა

13:00 საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია. პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, გუდიაშვილის ქუჩა N7.

14:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
ადგილი: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

15:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
ადგილი: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N312

15:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კონფერენციას – “ბიოსამედიცინო კვლევაში მონაწილე ადამიანთა უფლებების დაცვის პოლიტიკა არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები” უმასპინძლებს
ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

15:30 საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის მე-4 ფაზა” თაობაზე სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულებები გაფორმდება. ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი.
მისამართი: ფინანსთა სამინისტრო, მე-6 სართული, გორგასლის #16

16:00 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა
ადგილი: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

18:00 უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება გელა კანდელაკის ფილმის “ხმელეთის 0,047 პროცენტი” ჩვენება.

19:30 რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტური დასის მიერ შექმნილი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი