NDI: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის გაკეთებისას, საქართველოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს 24%, ხოლო ევროკავშირში – 58% უჭერს.

NDI

NDI

ზემოხსენებული კვლევა ნოემბერშია ჩატარებული. აგვისტოს მონაცემებთან შედარებით ნოემბერში ევრაზიული კავშირის მხარდამჭერების რაოდენობა 4 პროცენტითაა შემცირებული, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 11 პროცენტით გაიზარდა – 58%.

გამოკითხულთა ასაკის მიხედვით მონაცემები ამგვარად გადანაწილდა:

NDI-ს კვლევა

NDI-ს კვლევა

ხოლო პარტიების მხარდამჭერების მიხედვით ასე:

NDI-ს კვლევა

NDI-ს კვლევა

კვლევის ფარგლებში ინტერვიურებმა გამოკითხულები არჩევანის წინაშე დააყენეს ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის. წინა კვლევაში, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარდა, ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის შესახებ შეკითხვები ცალკეც დაისვა. აგვისტოში ცალკე აღებული ევროკავშირის თაობაზე დასმული შეკითხვისას 61-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ამ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერდა, ხოლო 31-მა პროცენტმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს გამოუცხადა მხარდაჭერა.

NDI-ს განმარტებით, კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერიდან – 7 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. საუბარია 1,881 ინტერვიუზე. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ. კვლევა დაფინანსებულია sida-ს მიერ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com