ახალი ამბები

ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს

19 დეკემბერი, 2015 • 5523
ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე „ჩინური მასაჟის სალონის“ ადმინისტრატორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ძინლან ჰ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მსურველებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალები მოწმის სახით დაკითხეს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი