ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინაციისთვის 9 კონკურენტი ფილმის ნუსხა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს სახელით წარდგენილი ფილმი “მოირა” არ მოხვდა.
ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“ არის ისტორია ძმების შესახებ, რომელთაც პატარა თევზსაჭერი გემი აქვთ და ბედისწერის ქალღმერთის, მოირას სახელი ჰქვია. მეთევზე ძმები საარსებო ფულის შოვნას აპირებენ, მაგრამ ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია. საქართველომ ფილმის ოსკარზე წარდგენის გადაწყვეტილება 2015 წლის 12 სექტემბერს მიიღო.
ოსკარის დაჯილდოების 9 ნომინანტი ფილმი შემდეგია: “ახალთახალი ახალი აღთქმა” (ჟაკო ვან დორმაელი, ბელგია) “გველის ჩახუტება” (კირო გუერა, კოლუმბია), “ომი” (ტობიას ლიდჰომი, დანია), “მოფარიკავე” (კლაუს ჰარო, ფინეთი), “მუსტანგი” (დენის გამზე ერგუვენი, საფრანგეთი), “ტყუილების ლაბირინთი” (ჯულიო რიჩარელი, გერმანია), “საულის შვილი” (ლასლო ნემეში, უნგრეთი), “ვივა” (პედი ბრენოკი, ირლანდია), “თეები” (ნაჯი ანუ ნოვარი, იორდანია).
აღნიშნულ კატეგორიაში განაცხადი თავდაპირველად სულ 80 ფილმს ჰქონდა წარდგენილი. მეორე ეტაპზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტებს შეარჩევენ ნიუ იორკიდან, ლოს ანჯელესიდან და ლონდონიდან მიწვეული სპეციალისტები, რომლებიც 8-10 იანვარს დაასახელებენ 5 ნომინანტ ფილმს, რომელთაც მაყურებელი 2016 წლის 14 იანვარს ოსაკარის დაჯილდოების ცერემონიაზე სხვა ნომინანტ ფილმებთან ერთად იხილავს.
საქართველოს წარდგენილი ფილმი “მოირა” ოსკარის დაჯილდოებაზე ვერ მოხვდება
ასევე:
-
550-მდე კინემატოგრაფისტი ხელახალ არჩევნებს ითხოვს
-
რისი ნახვა (არ) ეკრძალებათ ბავშვებს კინოში “ოცნების” კანონპროექტით
-
სად წავიდეთ: 1-7 აპრილი
-
„შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯილდოების გამარჯვებულია
-
10.11.2026
აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრა შედგა
-
10.11.2026
სად არის მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სად სახელმწიფოს? – როინიშვილის კითხვა „ოცნებას“
-
10.11.2026
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
-
10.11.2026
მასწავლებელს, რომელიც ბავშვზე სექსუალურად ძალადობა აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა – „საფარი“
-
10.11.2026
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
-
10.11.2026
საკონსტიტუციომ ოპოზიციის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
