ახალი ამბები

აბუსერიძე: არანაირი თანამდებობა მიღირს იმად, რომ რაგბის ოჯახში ბზარი გაჩნდეს

16 დეკემბერი, 2015 • 2267
აბუსერიძე: არანაირი თანამდებობა მიღირს იმად, რომ რაგბის ოჯახში ბზარი გაჩნდეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის მიზეზს ასახელებს.

როგორც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი აცხადებს, მას არანაირი თანამდებობა უღირს იმად, რომ ქართული რაგბის ოჯახში ბზარი გაჩნდეს.

”შეთანხმება არავისთან მქონია. ჩემი სურვილით გადავდგი ეს ნაბიჯი იმიტომ, რომ ბევრი თითიდან გამოწოვილი ჭორები მესმოდა. ნამდვილად არ მიღირს არანაირი არანაირი თანამდებობა იმად, რომ ქართული რაგბის ოჯახში ბზარი გაჩნდეს. ეს იყო ამ გადაწყვიტილების მიღების მიზეზი,” – ამბობს დედაქალაქის საკრებულოს წევრი.

ირაკლი აბუსერიძის თქმით, ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო პოლიტიკური ჩარევისგან და ეს ხელმოწერით დაადასტურა:

”უბრალოდ, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მსგავსი ჩარევის და ეს ხელმოწერით დავადასტურე. იყო უაზრო ჭორები, რაც ვერ დაადასტურეს და რაგბსაც ჩირქი მოსცხეს. რაგბი ყოველთვის აპოლიტიკური იყო და დარჩება აპოლიტიკურად.”

ირაკლი აბუსერიძემ და გია ნიჟარაძემ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურები გუშინ მოხსნეს.

ირაკლი აბუსერიძე © Shaun Botterill/Getty Images AsiaPac

ირაკლი აბუსერიძე © Shaun Botterill/Getty Images AsiaPac

მასალების გადაბეჭდვის წესი