ახალი ამბები

ანონსი – 16 დეკემბერი

15 დეკემბერი, 2015 • 1148
ანონსი – 16 დეკემბერი

გთავაზობთ ხვალ, 16 დეკემბრისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

10:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია სოლიდარული და ინოვაციური დაფინანსების საკითხებზე თბილისის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომას დაესწრება. მის.: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ , ვარდების რევოლუციის მოედანი.

10:00–ზე მოკლული ბიზნესმენის -ბესიკ ხარძიანის ადვოკატი მალხაზ სალაყაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მთავარი პროკურატურის განცხადება ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით; რა ეტაპზეა გამოძიება და გახდება თუ არა წლის ბოლომდე მკვლელის ვინაობა ცნობილი. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15.

11:00-საათზე “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს. თემები: ევროკომისიის დასკვის გამოქვეყნების გადავადება; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ, ლევან მურუსიძესთან გასაუბრება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა, მეორე სართ.

11:00–ზე სამართალმცოდნე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: პატიმრების შეწყალების სკანდალი; რა შეხება ჰქონდა ხორგუანს შეწყალების თემასთან; ვის შეწყალებას ითხოვდა თავად და რამდენჯერ მიმართა პრეზიდენტს; რატომ უნდა დაიკითხოს პრეზიდენტი; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15.

11:00 სთ-ზე, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯია” მე-3 პავილიონში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის – „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ – მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრება. ღონისძიებაზე, USAID-ის პროგრამის მიმდინარე წლის საქმიანობას და ჩატარებულ ღონისძიებებს შეაჯამებენ.

11:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი ანა კიკნაძე, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, თემაზე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ ნორმის შეჩერება უკვე საფრთხეს უქმნის სამართალწარმოების პროცესს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა, მეორე სართ.

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი პრესკონფერენციას გამარტავს თემა: პოლიტიკაში მოსვლა და სამომავლო გეგმები.

15:00 საათზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე – რუისი –აგარას 19.5 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადერთვება. ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი გახსნიან.

16:00 საათზე, კრწანისის რაიონის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება გამგეობის წლიური ანგარიშის მისამართი: ვ.გორგასლის N73

18:00 საათზე პროკურატურასთან ცხოველთა დამცველები საპროტესტო აქციას სახელწოდებით „აამუშავე 259-ე მუხლი“ გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი