ახალი ამბები

ანონსი: 15 დეკემბერი

14 დეკემბერი, 2015 • 1228
ანონსი: 15 დეკემბერი

10:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების თბილისის პირველ საერთაშორისო ფორუმში “TISIFF 2015” მიიღებს მონაწილეობას

თბილისი, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”

10.00 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

თემა: აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის სხვადასხვა პროექტების აქტიური განხორციელება.

მის: ყაზბეგის 42; მე-6 სართ.

11:30  ემზარ ჯგერენაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: ინფლაცია და რა ელოდება საქართველოს მოსახლეობას მომავალი წლისთვის.

10:30 „მართლმსაჯულების სახლში“ იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და საქართველოს ინტელექტუალურისაკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

11:00    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

11:00    გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მსჯავრდებულ ტარიელ ფოცხვერიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ და საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუყოვნებლივ ჩართვას ითხოვენ

12:00 საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქტო დარბაზში მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც 2016 წლის ევროვიზიის ქართველი მონაწილის ვინაობა გახდება ცნობილი.

12:00    თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

12:00 თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი თამარ ცინცაბაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი, რა შენიშვნები გაითვალისწინა თბილისის მთავრობამ და რა არა; რა პროექტებს განახარცოელებს და რას ვერა თბილისის მთავრობა მომავალ წელს.

13:00    გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518

13:00 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და IBSU-ს რექტორი ილიას ჩილოღლუ მოაწერენ.

14:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძისა და კომიტეტის წევრების შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან

თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი

15:00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

15:00    საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

20:00 თბილისის საკონცერტო დარბაზში მომღერალ ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტი „ისტორიას დარჩება!“ გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი