ახალი ამბები

ბილდი: 2016 წელს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ექნება

9 დეკემბერი, 2015 • 2187
ბილდი: 2016 წელს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ექნება

ევროკავშირი საქართველოსთან და უკრაინასთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული “ბილდი” საკუთარ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უვიზო რეჟიმი ძალაში 2016 წლის ივნისში ან ივლისში შევა.

15 დეკემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს პროგრესის ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებენ ეს ქვეყნები ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალიწინებულ მოთხოვნებს. ბილდის ცნობით, ეს ანგარიში პოზიტიური იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი