ახალი ამბები

ანონსი – 9 დეკემბერი

9 დეკემბერი, 2015 • 1500
ანონსი – 9 დეკემბერი

წარმოგიდგენთ 9 დეკემბერს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

 

10:30 თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები:  ვერეს ხეობის განვითარების კონცეფცია; ანგარიში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახოების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით; თბილისის მერის ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ.  „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის  ქუჩა #15. საკონტაქტოპირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 „ახალი მემერჯვენეების“ ხელმძღვანელი მანანა ნაჭყებია  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემებია: ცვლილებები საარჩევნო კოდექსში; პატიმართა შეწყალება; სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ჯარიმების შემოღებაზე; სხვა მიმდინარე საკითხები.  „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის  ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა599726565.

11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის,,ნაციონალური მოძრაობათბილისითავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ბრიფინგსგამართავს.  თემა: ბოტანიკური ბაღის გარშემო განვითარებული მოვლენები.  მის: თავისუფლების #2

11:00 “პირველ პრესკლუბში” “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველოს თავმჯდომარე ნინო ჩხობაზე პრესკონფერენციას გამართავს. ისაუბრებს თბილისის მერის მიერ წარდგენილ ერთწლიან ანგარიშზე, ამავე ღონისძიებაზე მის მიერ დასმულ კითხვებზე და გამოსასწორებელი საკითხების შესაძლო ვარიანტებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 “პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ბრიფინგს გამართავს. თემები: ცვლილებები საარჩენვო კოდექსში, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შესაძლებლობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მონაწილეები 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახნის. მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–13 კილომეტრი.

12:00 პარლამენტის ბიურის სხდომა. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

12:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე რეგიონულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ ადმინისტრაციულ შენობას ესტუმრება. იგი პირადად გაეცნობა პერსონალის სამუშაო პირობებს, ასევე დაათვალიერებს სადისპეტჩეროს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტექნიკური გადაიარაღების შესახებ ისაუბრებს.

12:00 პროკრედიტ ბანკსა და ლიბერთი ბანკს შორის ხელი ეწერება ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ტარდება ერთობლივი პრესკონფერენციას. ხელის მოწერის ცერემონიალი გაიმართება პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში (ალ. ყაზბეგის 21)

12:00  ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში წლების წინ დახურული ფლიგელი გაიხსნა.ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.  საკონტაქტო პირი: ნინი მათვარაძე 598 14 11 51

12:00  კულტურის სამინისტროში XVIII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრებიშესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის დამფუძნებელი მანანა დოიჯაშვილი და კონსერვატორიის დიდი დარბაზის დირექტორი პავლე კვაჭაძე გაუძღვებიან.

13:00 საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

15:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. ქუთაისი, დარბაზი N307

16:00 საფინანასო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. ქუთაისი, დარბაზი N303

17:00  კულტურის სამინისტროში ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის ლექსების ორენოვანი კრებულის პრეზენტაცია  გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ასევე მწერლები, მთარგმნელები, სამთავრობო და არასამთავრებო სექტორის წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები,  სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

17:30  ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი, დუგლას ბოლი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, გიორგი თაბუაშვილი ერთიანი სახაზინო კოდების რეფორმას წარუდგენენ საზოგადოებას.

18:00  სასტუმრო თბილისი მარიოტში (მისამართი: რუსთაველისგამზირი 13) ჩატარდება საჯარო ისკუსია: “პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი