ახალი ამბები

უსუფაშვილი: საკმარისზე მეტ დროს გვახარჯინებს “გაზპრომი” თავის თავზე სალაპარაკოდ

8 დეკემბერი, 2015 •
უსუფაშვილი: საკმარისზე მეტ დროს გვახარჯინებს “გაზპრომი” თავის თავზე სალაპარაკოდ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “გაზპრომი” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს არ შემოუყვანია.

“ცოტა არ იყოს, საკმარისზე მეტ დროს გვახარჯინებს “გაზპრომი” თავის თავზე სალაპარაკოდ”, – მიაჩნია დავით უსუფაშვილს.

უსუფაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას” გაზპრომი საქართველოში დახვდა, რადგან საქართველოს გავლით “გაზპრომი” მეზობელ სომხეთს გაზს აწვდის.

“საქართველო არ უნდა იყოს დამოკიდებული ენერგეტიკულად ქვეყანაზე, როიმელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რომელიც ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით იმით, რომ ენერგოსაკითხებს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის ხოლმე. ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლება ვართ ამ საკითხის და ამ ხაზის გამგრძელებლები. არანაირი ფორმით არ ვაპირებთ გავზარდოთ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე, მაშინ, როდესაც არსებობს ენერგომოწოდების ალტერნატიული რესურსები”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, არ იქნება სწორი, საქართელოს მთავრობამ ურთიერთობა გაწყვიტოს “გაზპრომთან” იმიტომ, რომ საქართველოს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ამის გამო გაზის მიწოდების პრობლემები შეექმნას სომხეთს.

მაშინ, როდესაც როდესაც საქართელოს ტერიტორიას ტრანზიტისთვის იყენებენ, საქართველომ უარი უნდა თქვას გატარებული გაზის 10%-ის მიღებაზე იმიტომ, რომ ოკუპანტის გაზია?- ამბობს უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი