ახალი ამბები

უსუფაშვილი: მომავალ არჩევნებზე უნდა ვთქვათ, რა გავაკეთეთ ამ 4 წლის განმავლობაში

8 დეკემბერი, 2015 • 1091
უსუფაშვილი: მომავალ არჩევნებზე უნდა ვთქვათ, რა გავაკეთეთ ამ 4 წლის განმავლობაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩვენებში კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩევლის ნდობა იმით უნდა მოიპოვოს, თუ რა გააკეთა გასული 4 წლის განმავლობაში, და არა იმით, რომ სხვა პარტიაზე უკეთესია.

დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუკი გასულ საპარლამენტო არჩვენებზე მთავარი იყო კოალიციის შემართება, რომ წინა ხელისუფლება შეეცვალათ, მომავალ არჩვენბზე სხვა რეალობა იქნება.

“მომავალ არჩვენებზი კოალიციას სხვა რეალობაში მოუწევს არჩევნებში მონაწილეობა და ამისი ადეკვატუყრი უნდა იყოს კოალიციის შემადგებლობა”, -ამბობს უსუფაშვილი.

უსუფაშვილის განცხადებით, მომავალ არჩევნებზე კოალიციამ უნდა უპასუხოს მოსახლეობის კითხვებს, თუ რა გააკეთეს ამ 4 წლის განმავლობაში და თუ რამე ვერ გააკეთეს, ამაზეც უნდა ჰქონდეთ პასუხი.

ჩვენ არ გამოგვადგება იმის მტკიცება, რომ არჩევნებში მონაწილე სხვა პარტია არის უარესი, ახლა ოპოზიციური პარტიები არიან უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სახელისუფლებო კოალიცია, აცხადებს უსუფაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი