ახალი ამბები

დავით ნარმანია: პატრიარქის ინიციატივა ყურადსაღებია

6 დეკემბერი, 2015 • 1462
დავით ნარმანია: პატრიარქის ინიციატივა ყურადსაღებია

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ილია მეორეს ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პატრიარქს პატიმართა შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს. ნარმანიას თქმით, ილია მეორეს განცხადება ხელისუფლებამ უნდა განიხილოს.

“პატრიარქის ინიციატივა ყურადსაღებია, ის აუცილებლად უნდა დაემქვემდებაროს შემდგომ განხილვებს ხელისუფლებაში და ამის საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. რა ცვლილებები სჭირდება ამას მოქმედ კანონმდებლობაში, ეს განსახილველი საკითხია,” – აცხადებს დავით ნარმანია.

5 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გარდა, პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, რომ იმსჯელონ პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების საკითხზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდა პოზიტიურ როლს შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი