ახალი ამბები

კიევის ყოფილი მერი პარტიას “ბედნიერი საქართველოსთვის” ქმნის

5 დეკემბერი, 2015 • 2482
კიევის ყოფილი მერი პარტიას “ბედნიერი საქართველოსთვის” ქმნის

კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პარტიას ქმნის, სახელწოდებით “ბედნიერი საქართველოსთვის”. ამის შესახებ ჩერნოვეცკიმ ჟურნალისტებს დღეს ქობულეთში, სასტუმრო “ჯორჯია პალასში” განუცხადა, სადაც ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა” მედია-ტურს მართავს.

ჩერნოვეცკის თქმით, არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში პენსიები 400-500 ლარამდე გაიზრდება. მან ასევე განაცხადა, რომ დააწესებს ჯილდოს 150 ათასი ლარის ოდენობით მეგის ქარდავას დასაჭერად, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არაერთი მძიმე დანაშაულის ბრალდებით იძებნება.

კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთში ცხოვრობს. ჩერნოვეცკიმ საქართველოში დაასრსა საქველმოქმქედო ფონდი “სოციალური პარნტნიორობა”. ჩერნოვეცკის ფონდმა დაარსების დღიდან ქველმოქმედებაზე საქართველოში დახარჯა 3 მილიონ ლარზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი