ახალი ამბები

კახა კახიშვილი: ერის წინამძღვარია და პატრიარქს ნამდვილად უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება

5 დეკემბერი, 2015 • 2900
კახა კახიშვილი: ერის წინამძღვარია და პატრიარქს ნამდვილად უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება

სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, პატრიარქს უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება. ასე გამოეხმაურა მინისტრი დღეს ილია მეორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის ესაუბრა პრემიერს, რათა პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება მიენიჭოს.

“მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ნამდვილად უფლება, ერის წინამძღვარია, მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი ახლა, ვინ არის, ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

“ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი”, – განაცხადა ილია მეორემ დღეს რუსთაველის თეატრში, სადაც მსჯავრდებულ ქალთა წარმოდგენა გაიმართა და რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების შეწყალების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. იმისთვის, რომ ილია მეორე მიენიჭოს ანალოგიური უფლება, აუცილებელია, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი