ახალი ამბებირეკლამა

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ პროექტის – „შეიძინე ქართულის“ ფარგლებში აჭარას ეწვია

3 დეკემბერი, 2015 • 1183
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ პროექტის – „შეიძინე ქართულის“ ფარგლებში აჭარას ეწვია

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ პროექტის – „შეიძინე ქართულის“ ფარგლებში ამჯერად აჭარას ეწვია. „სმარტის“ თანამშრომლებმა ადგილობრივ გლეხებთან ერთად დაკრიფეს მანდარინი, რომელიც შემდგომ სუპერმარკეტების ქსელში შეძენის ფასად – 90 თეთრად, კომერციული მოგების გარეშე იყიდება. „შეიძინე ქართული“ გრძელვადიანი პროექტია და ქართული წარმოების წახალისებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში „სმარტის“ თანამშრომლები უკვე იყვნენ რთველის დროს კახეთში და ვაშლის სეზონზე გორში. გლეხისა და მცირე მეწარმისთვის საკუთარი პროდუქტების „სმარტის“ დახლებზე წარმოჩენა მნიშვნელოვანი მოტივაციაა უზრუნველყონ „ხარისხი დეტალებში“, რასაც „სმარტი“ მომხმარებელს სთავაზობს.

„ეროვნული წარმოების წახალისება და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა „სმარტის“ სტრატეგიული მიზანია. სწორედ ამიტომაც ხდება ყოველდღიურად ახალი ქართული ხორცის, ქართული ყველის და რძის პროდუქტების, ქართული ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის მრავალსახეობის შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის. პროექტის „შეიძინე ქართული“ ფარგლებში ჩვენ ვეწვევით საქართველოს ყველა რეგიონს და მოვახდენთ სეზონური ნატურალური ხილისა თუ ბოსტნეულის ადგილობრივი გლეხებისა და მცირე მეწარმეებისგან შესყიდვასა და „სმარტში“ არაკომერციულ ფასად რეალიზაციას. შესაბამისად, გვსურს “სმარტის“ ერთგულ მომხმარებელს მოვუწოდოთ „შეიძინოს ქართული““, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„სმარტის“ თანამშრომლებმა ადგილობრივ გლეხებთან ერთად დაკრიფეს მანდარინი; ფოტო: "ვისოლ ჯგუფი"

„სმარტის“ თანამშრომლებმა ადგილობრივ გლეხებთან ერთად დაკრიფეს მანდარინი; ფოტო: “ვისოლ ჯგუფი”

მასალების გადაბეჭდვის წესი