დიდი ბრიტანეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა. BBC-ის ინფორმაციით, ეს ცნობა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.

ოთხმა “ტორნადომ” აღმოსავლეთ სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 6 ობიექტი ამოიღო მიზანში.

ბრიტანეთის ავიაციის მხრიდან “ისლამური სახელმწიფოს” ობიექტების დაბომბვის ფაქტს წინ უსწრებდა ბრიტანელი პარლამენტარების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ISIS წინააღმდეგ სირიაში თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოქმედებების უფლება მიენიჭა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *