შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ბრალდებით, პირი დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს თბილისში, N213 ბაგა-ბაღში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დ. პ. თავისი შვილის ერთ-ერთ ჯგუფელს იარაღის გამოყენებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. აღნიშნულ საქმეზე შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 151-ე და 236-ე 1-ლი ნაწილით)”, – წერია სამინისტროს განცხდებაში.

ინციდენტი გუშინ, 26 ნოემბერს, თბილისის 213-ე ბაგა-ბაღში მოხდა – ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა შვილს სხვების დასაშინებლად ფანჯრიდან იარაღი მიაწოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *