ახალი ამბებიტექნოლოგიები

თბილისის 2015 წლის ინტერნეტფორუმი [Live]

29 ნოემბერი, 2015 • 1558
თბილისის 2015 წლის ინტერნეტფორუმი [Live]

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში, თბილისი ინტერნეტფორუმი 2015 მიმდინარეობს.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ინტერნეტფორუმის მიზანია სხვადასხვა ორგანიზაციების, ინტერნეტ აქტივისტების, დეველოპერებისა თუ სხვა დაინტერესებული პირების ერთად შეკრება და საქართველოში ინტერნეტის განვითარებაზე საუბარი.

ფორუმზე სხვადასხვა ბექგრაუნდისა და ინტერესის მქონე ადამიანები თავიანთ ბლოგებზე, პროექტებსა და იდეებზე ისაუბრებენ, ასევე გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, თუ როგორ იყენებდნენ ონლაინ სივრცეს საკუთარი პროექტების თუ პროდუქტების პოპულარიზაციისათვის.

გამომსვლელები მიიღებენ მონაწილეობას დისკუსიებში, ასევე უპასუხებენ დამსწრეთა კითხვებს. შეკითხვების დასმა შეუძლია ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს, რომელიც გამოიყენებს ჰაშტაგს: #IFTbilisi15.

Internet Forum Tbilisi 2015, ფოტო: თენგო ტაბატაძე

Internet Forum Tbilisi 2015, ფოტო: თენგო ტაბატაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი