უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, 23 ოქტომბერს და 24 ოქტომბრის ღამეს თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსულ კომბინატ „ტოლიატტიკაუჩუკზე“ (სამარას ოლქი), საწარმო „პროტონ-ელექტროტექსზე“(ორიოლის ოლქი), ასევე თვითმფრინავზე „ეისკის“ აეროდრომზე (კრასნოდარის მხარე).
საწარმო ქალაქ ორელში მდებარეობს. უკრაინის გენშტაბი აცხადებს, სააქციო საზოგადოება „პროტონ-ელექტროტექსის“ მთავარი საწარმოო კორპუსის დაზიანდა. მათივე განცხადებით, საწარმო აწარმოებს კომპონენტებს ფრთოსანი რაკეტებისთვის C-71 „კოვერი“, ბალისტიკური რაკეტებისთვის „ისკანდერ-მ“ და მონაწილეობს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირ-C1“-ის წარმოებაში.
რაც შეეხება „ტოლიატტიკაუჩუკს“ – გენშტაბი ამბობს, რომ კომბინატი აწარმოებს სინთეზურ კაუჩუკებს და სხვა პროდუქციას, რომლებიც გამოიყენება, სხვა საკითხებთან ერთად, მყარი სარაკეტო საწვავის წარმოებაში.
გენშტაბი ამბობს, რომ აეროდრომზე დარტყმის შედეგად მიყენებული ზარალი ზუსტდება.