ადვოკატის ცნობით, სასამართლოს მანდატურების ქმედებების გამო გამოძიება დაიწყო

28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც ორმა ადამიანმა მანდატურების მხრიდან ძალადობის შესახებ განაცხადა, გამოძიება დაიწყო. საქმესთან დაკავშირებით დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა სამოქალაქო აქტივისტი რუსკა მჭედლიძე. მისმა ადვოკატმა, თამარ ლუკავამ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით). „მივდივარ ექსპერტიზაზე, რომ … Continue reading ადვოკატის ცნობით, სასამართლოს მანდატურების ქმედებების გამო გამოძიება დაიწყო