თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მომდევნო კვირაში აპირებს განცხადების გაკეთებას. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ქეთევან ხურცილავამ უთხრა ტვ პირველს.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წაუყენეს იმავე საქმეზე, რომელზეც ბურჭლაძე უკვე არის მსჯავრდებული – თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები სამედიცინო აპარატურის მიმართულებით. პროკურატურის თანახმად, თავისი წილი ქრთამიდან ბურჭლაძემ ნახევარი (750 000 ლარი) ღარიბაშვილს გადასცა. პროკურატურის განცხადებით, ამ საქმეზე ბურჭულაძემ ითანამშრომლა.

ჯუანშერ ბურჭლაძეს პროკურატურივისსთ მიმართული აქვს საპროცესო გარიგების გაფორმების თხოვნით.

მისი ადვოკატი ტვ პირველთან ამბობს, რომ ღარიბაშვილის საკითხზე პოზიციას ვრცლად  დააფიქსირებენ მომდევნო კვირაში, მანამდე კი ამბობს, რომ ბურჭულაძეს “არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია” და “შეთანხმების გარეშე არაფერი მომხდარა”.

ჟურნალისტის შემდეგომ შეკითხვაზე, ადვოკატმა უფრო დააზუსტა და თქვა: “შეთანხმების და ნებართვის გარეშე ჩვენება არავის არ მიუცია”.

ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, ვისთან შეთანხმებას გულისხმობს ჩვენების საკითხში და ამბობს, რომ რამდენიმე დღეში გააკეთებენ განმარტებას.


ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარიდგინეს – დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

პროკურატურის განცხადებით, მის საქმეზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ითანამშრომლა.

მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საუბარია თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვის (სამედიცინო აპარატურა ჰოსპიტლისთვის) საქმეზე, რომლის ფარგლებშიც უკვე არიან დაკავებულები ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა მაღალჩინოსნები. პროკურატურის თანახმად, ამ საქმიდან ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა.

ღარიბაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს, პოტენციური სასჯელი 15 წლამდე პატიმრობაა