ახალი ამბები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ხვალიდან იკრძალება

28 თებერვალი, 2018 •
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ხვალიდან იკრძალება

დღეს, 28 თებერვალს, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იუწყება, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან იკრძალება.

აკრძალულ პერიოდში, პირველი მარტიდან აგვისტომდე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 500-700 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციით და ნანადირევის კონფისკაციით ისჯება. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, ჯარიმას ​გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება.

“თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი