“საქართველოს მოქალაქემ სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი სოფელ სინაგურის მიმდებარედ, ჯავის რაიონში, უნებლიეთ გადაკვეთა”, – ამის შესახებ დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

„2026 წლის 17 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯემალის ძე გულიაშვილი, დაბადებული 1986 წელს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მცხოვრები“, –  ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, 19 აგვისტოს, ჯარიმის დაკისრების შემდეგ, გულიაშვილი “რესპუბლიკიდან გააძევეს”.

2026 წლის გაზაფხულზე ცხინვალი აცხადებდა, რომ “სულ უფრო ნაკლები საქართველოს მოქალაქე არღვევს სამხრეთ ოსეთის საზღვრის კვეთის წესს”.