საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3%-ით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5%-ით აღემატება.

წყარო: საქსტატი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • რეინვესტიცია — 1 567.5 მლნ აშშ დოლარი
  • სააქციო კაპიტალი — 685.7 მლნ აშშ დოლარი

2025 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5% შეადგინა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად განაწილდა:

  • გაერთიანებული სამეფო — 426.6 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი — 214.4 მლნ დოლარი
  • თურქეთი — 202.4 მლნ დოლარი

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 633.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33.3%-ია. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 254.7 მლნ აშშ დოლარით (13.4%), ხოლო მესამეზე — ვაჭრობის სექტორი 191.1 მლნ აშშ დოლარით (10.1%).