ირაკლი კობახიძე განცხადებით, ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში. ამ თემაზე მან „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.
მისივე თქმით, ერეკლე მეორე რისკებსაც ხედავდა, მაგრამ „რაც მთავარია, მას ჰქონდა დანახული ის, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი იმ მომენტში ქვეყნის გადარჩენისთვის.
კითხვაზე, რომ რუსეთმა არც ეს შეთანხმება შეასრულა, კობახიძე უპასუხებს, რომ სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, ეს შეთანხმებაც სრულდებოდა.
„გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს ანექსიამდე გავიდა თითქმის 20 წელი, შესაბამისად, უმუშავია [ტრაქტატს], იმ წლების განმავლობაში, ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა რეალურად გადარჩა, ეგზისტენციური საფრთხე ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, გადარჩა და როდესაც გარდაიცვალა ერეკლე მეორე, შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები, მაგრამ იმ შეთანხმებამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე II-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო ბრძნული და უალტერნატივო“, – თქვა კობახიძემ.
