რუსეთში, ვლადიმირის ოლქში დრონები თავს დაესხა Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრს, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

თავდასხმის კადრები ტელეგრამზე ვრცელდება.

Wildberries-მა დაადასტურა შეტევა ვლადიმირის ოლქში მდებარე საწყობზე. კომპანიის განცხადებით, საწყობის თანამშრომლები ევაკუირებულნი არიან, ხოლო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.

მანამდე ვლადიმირის ოლქის სობინსკის რაიონში მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძრის შესახებ Telegram-ზე რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ ავდეევმაც დაწერა.

დაშავებულების შესახებ არც კომპანიას და არც ხელისუფლებას ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

უკრაინული დრონები უკვე ორი კვირაზე მეტია თავს ესხმიან კომპანია Wildberries-ის საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებს რუსეთში. მედიის ცნობით, შეტევების შედეგად დაზიანებული Wildberries-ის ცენტრების რაოდენობამ 15-ს გადააჭარბა.

_______________

ფოტო: exilenova+/telegram