სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ბრძანებულებით ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

2 აგვისტოს სომხეთში დაიწყო 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული პარლამენტის პირველი სესია.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს სომხეთის მთავრობას გადადგომის შესახებ განცხადება უნდა წარედგინა. 2 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა მთავრობის გადადგომის შესახებ სომხეთის პრეზიდენტისადმი მიმართულ განცხადებას, რომელიც შემდგომ გაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მთავრობის გადადგომა დაამტკიცა.

ამის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტს, კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე უნდა დაენიშნა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებული პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა.

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება