სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ბრძანებულებით ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

2 აგვისტოს დაიწყო სომხეთში 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული პარლამენტის პირველი სესია.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს სომხეთის მთავრობამ გადადგომის შესახებ განცხადება უნდა წარედგინა. 2 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა მთავრობის გადადგომის შესახებ სომხეთის პრეზიდენტისადმი მიმართულ განცხადებას, რომელიც შემდგომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიგზავნა. პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მთავრობის გადადგომა დაამტკიცა.

ამის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტს, კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებული პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილი კანდიდატი უნდა დაენიშნა.

პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა.

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება